logo_geo
რატი იონათამიშვილი: ფაქტობრივად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ არ არიან მომხრე არც რეკომენდაციების შესრულების, არც გამჭვირვალეობის
- +

7 დეკემბერი. 2023. 11:26

 

 

ცხადია, ოფშორისგან დაფინანსებული ორგანიზაციებიდან სხვა მოლოდინი ჩვენ არც უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა პარტიის დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებზე რადიკალური ოპოზიციის პოზიციის შეფასებისას განაცხადა.

 

„ეს ინიციატივა არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ხდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება და ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესების გამჭვირვალეობას. სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე არის კიდევ უფრო მეტად საინტერესო, თუ რატომ აპროტესტებს მას რადიკალური ოპოზიცია. ამით ფაქტობრივად ისინი [რადიკალური ოპოზიცია] აღიარებენ, რომ არ არიან მომხრე არც რეკომენდაციების შესრულების, არც გამჭვირვალეობის და ცხადია, ოფშორისგან დაფინანსებული ორგანიზაციებიდან სხვა მოლოდინი ჩვენ არც უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

პარტიების დაფინანსების წესებში შესატან ცვლილებებზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს იმსჯელებენ.

 

 

big_banner
არქივი