logo_geo
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ დაშლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოო ჯამში ჯანსაღი პოლიტიკური პარტიული სისტემა ჩამოყალიბდეს
- +

7 დეკემბერი. 2023. 14:56

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პოლიტიკური პარტიული სისტემა.

 

„მთელი ამ წლების განმავლობაში, ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის განმავლობაში, შემდეგ კი ოპოზიციაში ყოფნისას, „ნაცმოძრაობა“ იყო მთავარი დაბრკოლება ქვეყნის განვითარების გზაზე. ამ პარტიის დაშლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ჩვენთან საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პოლიტიკური პარტიული სისტემა“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ კახეთშიც ტოვებენ - რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტის 15-მა წევრმა, რომელთა ნაწილი საკრებულოს დეპუტატია, დღეს საჯარო განცხადებები პარტიიდან წასვლის შესახებ სოციალური ქსელით გაავრცელეს. ისინი მანდატების დათმობას არ აპირებენ და საკრებულოში საქმიანობის გაგრძელებას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გეგმავენ.

 

 

big_banner
არქივი