logo_geo
გიორგი ვოლსკი: ერთ პაკეტში განიხილება თუ ცალკე, საქართველო უპირველეს ყოვლისა შეფასდება თავისი მონაცემებით
- +

7 დეკემბერი. 2023. 14:59

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ერთ პაკეტში განიხილება თუ ცალკე, საქართველო უპირველეს ყოვლისა შეფასდება თავისი მონაცემებით. ასე უპასუხა მან კითხვას, ნეგატიურად ხომ არ აისახება საქართველოსთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებაზე ის ფაქტი, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება.

 

„ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ უკრაინელებსაც, მოლდოვასაც და სხვა ქვეყნებსაც, იმიტომ რომ ევროკავშირის გაფართოებაში ჩვენც ვართ დაინტერესებულები. ევროპასაც დაინტერესებულია საქართველოსთან ახლო ურთიერთობაში. ერთ პაკეტში განიხილება თუ ცალკე, საქართველო უპირველეს ყოვლისა შეფასდება თავისი მონაცემებით. ეს მონაცემები უტყუარი ინდიკატორია იმისა, თუ სად ვდგავართ და რა გვეკუთვნის“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

big_banner
არქივი