logo_geo
გიორგი ვოლსკი: ჩვენ რეალურად ვიმსახურებთ მაღალ სტატუსს ევროინტეგრაციის გზაზე და ამ გზაზე უნგრეთის მხარდაჭერას გაესვა დღეს ხაზი
- +

7 დეკემბერი. 2023. 15:02

 

 

“ჩვენ რეალურად ვიმსახურებთ მაღალ სტატუსს ევროინტეგრაციის გზაზე და ამ გზაზე უნგრეთის მხარდაჭერას გაესვა დღეს ხაზი”, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„მთავარი გზავნილი არის ურთიერთგაგება სრული, საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე, ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენს დამოკიდებულებაზე, რომელიც არის აბსოლუტურად პოზიტიური. ველოდებით ევროკავშირის მხრიდანაც იმავე დამოკიდებულებას, ვინაიდან ჩვენ რეალურად ვიმსახურებთ მაღალ სტატუსს ევროინტეგრაციის გზაზე და ამ გზაზე უნგრეთის მხარდაჭერას გაესვა დღეს ხაზი კიდევ ერთხელ“,- აღნიშნა ვოლსკიმ.

 

უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბუდაპეშტში შეხვედრებს მართავს.

 

 

big_banner
არქივი