logo_geo
ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ მივიღეთ მყარი მხარდაჭერა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უნგრელი პარტნიორების მუდმივი თანადგომა გვექნება
- +

7 დეკემბერი. 2023. 20:41

 

 

უნგრული მხარისგან კიდევ ერთხელ მივიღეთ მყარი მხარდაჭერა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უნგრელი პარტნიორების მუდმივი თანადგომა გვექნება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბარნა სჟიგმონდისთან შეხვედრის შემდეგ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს კანდიდატის სტატუსის საკითხზე და უნგრული მხარისგან მყარი მხარდაჭერა მიიღო.

 

„საუბარი გვქონდა ევროინტეგრაციაზე, კანდიდატის სტატუსის თემაზე. უნგრული მხარისგან კიდევ ერთხელ მივიღეთ მყარიმხარდაჭერა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უნგრელი პარტნიორების მუდმივი თანადგომა გვექნება. განვიხილეთ ყველა საკითხი, რაც სტატუსის მიღებას ეხება. ვინც ობიექტურად აკვირდება მოვლენებს, ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოს შარშანაც ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. ყველა თვალსაზრისით საქართველო არის მოწინავე ქვეყანა. ეს ეხება როგორც დემოკრატიულ განვითარებას, ასევე ეკონომიკურს და უსაფრთხოებას. ყველა სფეროში საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, აქედან გამომდინარე, ჩვენ შარშანაც ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს და ბუნებრივია, წელსაც ვიმსახურებთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს სასარგებლოდ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი