logo_geo
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე: ამბობდნენ, საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მიღებაო და ახლა, როცა მწვანე შუქი მივიღეთ, ამბობენ, ისეთი არაფერია კანდიდატის სტატუსიო
- +

7 დეკემბერი. 2023. 23:30

 

 

ვნახეთ, რომ წლის დასაწყისში, კანდიდატის სტატუსის დასაბლოკად დადიოდნენ ევროპაში. მერე ამერიკის მთავრობამ კონტრაქტები გამოაქვეყნა, სადაც ვნახეთ, რომ მილიონებია გადახდილი საქართველოს გასაშავებლად და ცდილობდნენ ისე წარმოეჩინათ, რომ თითქოს საქართველო ევროპულ ორბიტას დაშორდა ბოლო 10 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

 

„მერე ამბობდნენ, რომ საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მიღებაო და ახლა, როცა მწვანე შუქი მივიღეთ და დადებითი რეკომენდაციაა, ამბობენ, ისეთი არაფერია კანდიდატის სტატუსიო, ეს ქვეყანა მაინც რუსული გზით შედის ევროპაშიო - ეს არის მათი გზავნილი. ყველაფერზე წამსვლელი ხალხია ესენი, ოღონდ რაღაც სალაპარაკო ჰქონდეთ ყოველდღიურად“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი