logo_geo
არჩილ თალაკვაძე: მსოფლიოში არც ერთი ოპოზიცია არ არსებობს, რომელიც თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ მუშაობს, ფულს იხდის და ევროპაში იმისთვის დადის, რომ თავის ქვეყანას ჩირქი მოსცხოს
- +

7 დეკემბერი. 2023. 23:36

 

 

არც ერთი ოპოზიცია არ არსებობს მსოფლიოში, რომელიც თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ მუშაობს, ფულს იხდის და ევროპაში იმისთვის დადის, რომ თავის ქვეყანას ჩირქი მოსცხოს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაჯში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, როდესაც საქართველოს პროგრესის შეფასება ხდებოდა, მაშინ ოპოზიციამ თქვა, არცერთი ხელისუფლება მსოფლიოში შეფასების ანგარიშს მარტო არ წერსო.

 

„ახლა ახალი სლოგანია, არც ერთი ხელისუფლება არ წერს სამოქმედო გეგმას მარტო. არც ერთი ოპოზიციაც არ არსებობს მსოფლიოში, რომელიც თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ მუშაობს, ფულს იხდის და ევროპაში დადის იმისთვის, რომ თავის ქვეყანას ჩირქი მოსცხოს. ჯერ ამას დაუფიქრდნენ და მერე, მოწვევა რომ ექნებათ თანამშრომლობაზე, სამუშაო პროცესში ჩაერთონ. პარლამენტში როდესაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომელში ჩაერთო ოპოზიცია?!

 

მართლა ფასადების პარტია, რომ გეტყვის რამეზე ფასადურიაო. ფასადებს ხსნიდნენ, ფასადებით ცხოვრობდნენ და ფასადზე რასაც ხალხი ხედავდა იმის უკან კატასტროფა ხდებოდა. ეს ხალხი ფასადებზე ჩვენ როგორ გვესაუბრება? თურმე, ფასადური ყოფილა, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ფასადურად მივიღეთ უვიზო მიმოსვლა, მილიონობით ვიზიტს ქართველები ევროპაში ფასადურად ახორციელებენ, ვაჭრობაც ფასადური გვაქვს ევროკავშირთან, პერსპექტივაც ფასადური იყო და ახლა ფასადური გზით შევდივართ ევროკავშირში. ეს არის ამათი თეორია?! გამოდით ამ თეორიით არჩევნებზე, გელოდებით ოქტომბერში და როგორ ფასადურს შედეგებსაც მიიღებთ, მაგასაც დავინახავთ“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი