logo_geo
არჩილ თალაკვაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ უნდათ, რომ ხალხის აზრზე რაღაც გავლენა მოახდინონ - მოკლევადიანი, ერთი კვირაა დარჩენილი და ყველა დაინახავს, რომ საქართველო მიიღებს, რასაც იმსახურებს, კანდიდატის სტატუს
- +

7 დეკემბერი. 2023. 23:39

 

 

საქართველოს აქვს ერთსულოვანი მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედის LIVE“ განაცხადა.

 

„მოლაპარაკებების გახსნაზე უარყოფითი გადაწყვეტილების კონტექსტში რომ ისევ საქართველო დაუკავშირონ უკრაინასა და მოლდოვას, ეს არალოგიკურია. ასეთი რა პრაქტიკულად გამორიცხულია! საქართველოს აქვს თავისი დამსახურება, თავისი ვიზა კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ეს არის თვითონ ევროკომისიის მიერ გაცხადებული რეკომენდაცია და პლუს მაგას, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩვენი კოლეგები, ყველა, ვინც ევროპაში ვიყავით და შევხვდით მეგობრებს, ლიდერებს, რომლები უშუალოდ იღებენ გადაწყვეტილებებს და მათგან საქართველოს აქვს ერთსულოვანი მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

მისი თქმით, დღეს რადიკალური ოპოზიცია რასაც აცხადებს, არასერიოზული პოლიტიკაა და ისინი არასერიოზული პოლიტიკოსები არიან.

 

„მათ უნდათ, რომ ხალხის აზრზე რაღაც გავლენა მოახდინონ მოკლევადიანი. ერთი კვირაა დარჩენილი და ყველა დაინახავს, რომ საქართველო მიიღებს, რასაც იმსახურებს, კანდიდატის სტატუსს. მეტსაც გეტყვით, ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა, თუ რა მოხდება კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ. გეგმა შემუშავებულია პრემიერ-მინისტრის, ბატო ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. დამტკიცდა ეს გეგმა, გადაგზავნილია ევროკომისიაში. ველოდებით პირველ კომუნიკაციას და მოწვევა ექნება ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფსა და ძალას, ვისაც მართლაც აინტერესებს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი