logo_geo
ვანო ზარდიაშვილი: ნიკა გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანია, რომ...
- +

12 ივლისი. 2017. 01:17


 

„სამწუხაროდ, ნიკა გვარამია და „ნაციონალური მოძრაობა" მარაზმში არიან და სირცხვილია!" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი „რეპორტიორთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. როგორც ზარდიაშვილი აცხადებს,  „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის და „ნაციონალური მოძრაობის" მიზანია, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება წარუმატებელი იყოს.

 

„ნიკა გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთი მიზანია, რომ ხელისუფლება იყოს წარუმატებელი, რომ მათ წისქვილზე დაასხან წყალი, საზოგადოებას მოუნდეს მათი დაბრუნება ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომ, ხელოვნურად ქმნიან შეთქმულების თეორიებს, რომ თითქოს ვიღაცა რაღაცას მართავს და პროცესებშია ჩარეული. რატომღაც გვარამიასთვის არ ყოფილა პრობლემა, - როდესაც იგი იყო იუსტიციის საბჭოს წევრი, პავლე კუბლაშვილი იყო იურიდიული კომიტეტის წევრი და კოტე კუბლაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე!  რატომღაც გვარამიასთვის და „რუსთავი 2" - სთვის პრობლემა არ იყო, როდესაც აღნიშნული ტელევიზიის საქმეს გვარამიას მიმართ მაია კოპალეიშვილი იხილავდა  და აცილების საფუძველიც კი არ გახდა... რატომღაც პრობლემა არ იყო, რომ ნიკა გვარამიას ჯგუფელი ქეთევან ერემაძე იყო ასევე მისი სასამართლოს მოსამართლე და ესეც არ იყო აცილების საფუძველი... თურმე ჩემი ნაცნობობა და მეგობრობა მოსამართლესთან არის პრობლემა და კანონდარღვევა. სამწუხაროდ, ნიკა გვარამია და „ნაციონალური მოძრაობა" მარაზმში არიან და სირცხვილია!

 

იგივე შეგვიძლია ვთქვათ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ცალსახად ისხდნენ კორუმპირებული მამუკა ახვლედიანის გვერდით! დაწერეთ სიტყვა-სიტყვით: დიახ, ისინი ისხდნენ მამუკა ახვლედიანის გვერდით, რომელსაც 7 მილიონის ქონება უპოვეს და არასამთავროებს კითხვის ნიშანი არ გასჩენიათ! ასევე კითხვის ნიშანი არ გასჩენიათ, როდესაც იგივე მამუკა ახვლედიანი ნიკა გვარამიას ეახლა და ანგარიშს აბარებდა მიმდინარე საქმეზე. და ახლა მე  იმ ურთიერთობას მაყვედრიან, რომელსაც თავადაც ვაღიარებ. დიახ, ყოველთვის ვამბობდი, რომ მყავს მეგობრები და ძალიან მარტივი მოცემულობაა, რომ დღევანდელი თაობის იურისტები ყველა ვიცნობთ ერთმანეთს - ადვოკატებიც, პროკურორებიც, მოსამართლეებიც, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც და ამაში პრობლემა არ არის.

 

მარაზმია ეს ყველაფერი! დიახ, ჩემი კარი მუდმივად ღიაა და შემიძლია ნებისმიერ ადამიანს შევხვდე და გავცე ნებისმიერ კითხვებზე პასუხი!" - განაცხადა ზარდიაშვილმა.



 

big_banner
არქივი