logo_geo
მამუკა მდინარაძე: რაც უფრო ხშირად გამოჩნდება, მით უფრო ხშირად გაგვახსენდება, როგორი არ უნდა იყოს ქვეყნის ლიდერი
- +

12 ივლისი. 2017. 14:17



ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი ინტერვიუ შეაფასა. მდინარაძის თქმით, სააკაშვილის გამოჩენით, კიდევ უფრო თვალნათელი ხდება რადიკალური განსხვავება ქვეყნის მაშინდელ და ახლანდელ ლიდერებს შორის.

 

„რაც უფრო ხშირად გამოჩნდება მიხეილ სააკაშვილი, მით უფრო ხშირად გაგვახსენდება, როგორი არ უნდა იყოს ქვეყნის ლიდერი. ის დღესაც ძველებურად უტიფრად ესაუბრება საზოგადოებას და პირდაპირ ეთერში, თავხედური მეთოდებით ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს კვირიკაშვილსა და კალაძეს. თუმცა, სააკაშვილის გამოჩენით, საუბრით, მისი ნამოქმედარის და პერიოდის გახსენებით, კიდევ უფრო თვალნათელი ხდება რადიკალური განსხვავება ქვეყნის მაშინდელ და ახლანდელ ლიდერებს შორის.

 

საბედნიეროდ, ჩვენმა ქვეყანამ უმოკლეს დროში შეძლო ავტოკრატიიდან, უსამართლობიდან, კლანური მმართველობიდან გადასულიყო ადამიანზე ორიენტირებულ, დემოკრატიულ, ღია და გამჭვირვალე მმართველობაზე და ჰყოლოდა ლიდერები, რომლებიც ადამიანურობის და წარმატების მაგალითს იძლევიან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


 

big_banner
არქივი