logo_geo
დავით მათიკაშვილი: ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულება ჩვენი პრიორიტეტია
- +

12 თებერვალი. 2024. 15:16

 

 

ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულება ჩვენი პრიორიტეტია. ეს საზოგადოებამ კარგად იცის და ამაზე უმრავლესობა აქტიურად მუშაობს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, ამ პროცესისთვის ბოიკოტში მყოფი „ლელო“ რაციონალურობისა და პოლიტიკური სიჯანსაღის ყოველგვარ ზღვარს არის გაცდენილი.

 

„ამ დაჯგუფებამ თავის რადიკალიზმში თვით „ნაციონალური მოძრაობის“ ასე ვთქვათ, ორთოდოქს ნაწილსაც გადაასწრო. ასე, რომ „ლელოსგან“ კარგს არაფერს ველით.

 

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. მათი უმოქმედობა ხელს ნამდვილად არ შეუშლის 9 რეკომენდაციის შესრულებას და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებას. თუ კი მათი მხრიდან პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგმება, რა თქმა უნდა, ამას ჩვენც პოზიტიურად შევაფასებთ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი