logo_geo
სუს-ის უფროსის მოადგილე „ამბასადორიალი 2017“-ზე სიტყვით გამოვიდა
- +

19 ივლისი. 2017. 13:44



თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში" მიმდინარეობს. ღონისძიების მეორე დღეს სამუშაო სესია - „სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა" გაიმართა.


სესიის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე სიტყვით გამოვიდა. საკუთარ გამოსვლაში უფროსის მოადგილემ მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების ვითარება. კერძოდ, საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული სამხედრო კონტიგენტი, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა და ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები. გამოსვლაში ალექსანდრე ტაბატაძემ ხაზი გაუსვა გიგა ოთხოზორიასა და გიორგი გიუნაშვილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებს, ასევე ისაუბრა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე.


დიპლომატებს და სესიის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძემ და სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.


სამუშაო სესიის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯები, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მიმდინარეობის პროცესი.


„ამბასადორიალი 2017" თბილისის პარლამენტის შენობაში ოფიციალურად გუშინ გაიხსნა და 21 ივლისს დასრულდება.


Image may contain: 1 person



Image may contain: 6 people, people sitting and indoor



Image may contain: 5 people, people sitting, suit and indoor



Image may contain: 2 people, people sitting, table and indoor



Image may contain: 2 people, people sitting



Image may contain: 4 people, people sitting and indoor



Image may contain: 3 people, people sitting



Image may contain: 4 people, people sitting, suit and indoor






 

big_banner
არქივი