logo_geo
რატი იონათამიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს ჩვენი ქვეყნის დამსახურებულ და სამართლიან პროგრესს
- +

21 თებერვალი. 2024. 11:24

 

 

მოხდა ჩვენი ქვეყნის გახაზვა როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიანი გეგმის, რომ 2030 წლისთვის საქართველო დამსახურებულად იქნება ლიდერი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა.

 

„ასევე მნიშვნელოვანია ის უკუკავშირი, რაც გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან იყო, როგორც ირაკლი კობახიძისადმი გაჟღერებული, ასევე ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისადმი. ეს მხარდაჭერა დღითიდღე უფრო იზრდება.

 

9 ნაბიჯის შესასრულებლად პროცესი პროაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენ თითოეული მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, რომ ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს ჩვენი ქვეყნის დამსახურებულ და სამართლიან პროგრესს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი