logo_geo
ნინო წილოსანი: სრულიად უპრინციპო და ყოველგვარი ღირებულებებისგან დაცლილი გაერთიანებისთვის ემზადება ოპოზიციური სპექტრი
- +

21 თებერვალი. 2024. 11:48

 

 

სრულიად უპრინციპო და ყოველგვარი ღირებულებებისგან დაცლილი გაერთიანებისთვის ემზადება ოპოზიციური სპექტრი, რომელიც საზოგადოებას ატყუებს, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებიდან, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა ისაუბრა.

 

„ის ფაქტი, რომ ნიკა გვარამია თანამშრომლობს ყველა იმ ადამიანთან, რომელიც უკიდურესი ფორმით ჰყავს ნალანძღი, უკვე გვაჩვენებს, რამდენად პრინციპული გაერთიანებაა და რა მიზნებს ატარებს. მიზანი არის ის, რომ მაქსიმალური კონსოლიდაცია მოხდეს ძალების, ვინც ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში საკმაოდ ხშირად არიან შემჩნეული“, - აღნიშნა წილოსანმა.

 

ნიკა გვარამიას გიორგი გახარიას წარსული აღარ აინტერესებს, კითხვები აღარ აქვს და თანამშრომლობას გეგმავს. გვარამია გახარიას სამთავრობო კოალიციაში ხედავს. ნიკა გვარამიამ მისი და ნინო ლომჯარიას ერთობაზეც ისაუბრა.

 

 

big_banner
არქივი