logo_geo
ბექა ოდიშარია: აბსოლუტურად ლუსტრირებულია ის, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის მხარე
- +

21 თებერვალი. 2024. 15:11

 

 

ჩვენ უბრალოდ მოვაწესრიგეთ საკითხი იმგვარად, რომ ცესკო დაიცალოს პოლიტიკისგან სრულად, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია „ქრონიკასთან“ აცხადებს.

 

„აბსოლუტურად ლუსტრირებულია ის, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის მხარე. ის მუდმივად თავის დისკრეციის ფარგლებში მოქმედებს იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს ყველანაირ ნიადაგს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა მის ანასხლეტებს და სატელიტებს მისცემს საშუალებას, რომ გამოიყენონ ტრიბუნა „ქართული ოცნების“ გასაკრიტიკებლად. ჩვენ უბრალოდ მოვაწესრიგეთ საკითხი იმგვარად, რომ ცესკო დაიცალოს პოლიტიკისგან სრულად“, - აღნიშნა ოდიშარიამ.

 

მმართველი გუნდის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს განაგრძობს და ახალისებს რადიკალიზმს. ზურაბიშვილი, ევროპული სტანდარტების მიხედვით შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, ვეტოს ადებს.

 

 

big_banner
არქივი