logo_geo
ირაკლი ქადაგიშვილი: ვფიქრობ, რომ ისევე როგორც ჩვენი მხარისათვის, ასევე ევროკავშირის მესვეურთათვის, ნათელი არის საქართველოს გეგმები
- +

21 თებერვალი. 2024. 15:19

 

 

“ვფიქრობ, რომ ისევე როგორც ჩვენი მხარისათვის, ასევე ევროკავშირის მესვეურთათვის, ნათელი არის საქართველოს გეგმები”, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„მკაფიოდ გამოიკვეთა ამ შეხვედრების დროს, რომ საქართველო ნამდვილად არის მზად იმისათვის, რომ თავდაჯერებულად გააგრძელოს გზა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის გაჟღერებული რამდენიმე გზავნილი, კერძოდ ის, რომ ყველა თემა იქნა განხილული. არ დარჩა თემა, მათ შორის საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებული, რაზეც გულახდილი საუბარი არ ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ისევე როგორც ჩვენი მხარისათვის, ასევე ევროკავშირის მესვეურთათვის, ნათელი არის საქართველოს გეგმები“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი