logo_geo
ანრი ოხანაშვილი: ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსის გამხმოვანებელი
- +

21 თებერვალი. 2024. 15:26

 

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსის გამხმოვანებელი.

 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს დე იურე საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია, თუმცა დე ფაქტო ის არის რადიკალური ოპოზიციური ჯგუფის სახე და მათი აქტივისტი.

 

„ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსის გამხმოვანებელი. ამ პირს ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი დე იურე, თუმცა დე ფაქტო ის არის რადიკალური ოპოზიციური ჯგუფის სახე და მათი აქტივისტი. რა თქმა უნდა, ეს არის მძიმე ქართული საპრეზიდენტო ინსტიტუტისთვის“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

მმართველი გუნდის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს განაგრძობს და ახალისებს რადიკალიზმს. ზურაბიშვილი, ევროპული სტანდარტების მიხედვით შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, ვეტოს ადებს.

 

 

big_banner
არქივი