logo_geo
ირაკლი კობახიძე: ასოცირების საბჭოს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ძალიან კარგი, დადებითი შეფასებები მოვისმინეთ ჩვენ, არა მხოლოდ ოფიციალურ ნაწილში, არამედ დახურულ რეჟიმში
- +

21 თებერვალი. 2024. 20:02

"ასოცირების საბჭო იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ძალიან კარგი, დადებითი შეფასებები მოვისმინეთ ჩვენ, არა მხოლოდ ოფიციალურ ნაწილში, არამედ დახურულ რეჟიმში, "- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, იყო პოზიტიური, საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა.

 

 

„რაც შეეხება ასოცირების საბჭოს, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ძალიან კარგი, დადებითი შეფასებები მოვისმინეთ ჩვენ, არა მხოლოდ ოფიციალურ ნაწილში, არამედ დახურულ რეჟიმში, ამ საბჭოს მიმდინარეობასთან, შინაარსთან დაკავშირებით, მათ შორის, ბატონი ბორელის მხრიდან. ეს არის რეალურად ის სურათი, რომელიც იყო ამ საბჭოზე. იყო ძალიან პოზიტიური, საქმიანი, პროდუქტიული შეხვედრა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, - განაცხადა პრემიერმა

big_banner
არქივი