logo_geo
ილია დარჩიაშვილი: დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში მოიტანს ახალ იმპულსს ნატო-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაში
- +

21 თებერვალი. 2024. 20:45

"ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ინტეგრაცია არის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი, რომელიც გამყარებულია კონსტიტუციით," - ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც შეაფასა, რომელიც დღეს ბრიუსელში გაიმართა.

 

 

ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც არის მთავარი პლატფორმა, ჩატარდა უმაღლეს დონეზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით. ესეც არის ამ ძალიან შედეგიანი თანამშრომლობის ნაწილი. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა წლების განმავლობაში შედეგზე ორიენტირებულად ვითარდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში მოიტანს ახალ იმპულსს ნატო-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაში“ , - განაცხადა დარჩიაშვილმა.

big_banner
არქივი