logo_geo
რატი იონათამიშვილი პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე: დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე მალე საკუთარ თავზე იგრძნობს
- +

22 თებერვალი. 2024. 11:18

 

 

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე მალე საკუთარ თავზე იგრძნობს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა.

 

„დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში იყო ისტორიული მნიშვნელობის და საქართველო იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში ევროკავშირის დედაქალაქის ყურადღების ცენტრში. უმაღლესი შეხვედრები, ერთობლივი ბრიფინგები, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან იმართებოდა, ნიშნავდა საქართველოს მხარდაჭერას და გაზრდილ საჭიროებას საერთაშორისო რუკაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე მალე საკუთარ თავზე იგრძნობს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი