logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: შალვა პაპუაშვილმა პირადად ბევრი ძალიან სერიოზული სიახლე შემოიტანა, განსაკუთრებულად დაეტყო პარლამენტს მისი პოზიტიური დამოკიდებულებები
- +

22 თებერვალი. 2024. 11:25

 

 

“შალვამ პირადად ძალიან სერიოზული, ბევრი სიახლე შემოიტანა, განსაკუთრებულად დაეტყო პარლამენტს მისი პოზიტიური დამოკიდებულებები და ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბევრად უფრო პარლამენტის ქმედითუნარიანობას”, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ შალვა პაპუაშვილზე საუბრისას განაცხადა. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პარლამენტის წლიური ანგარიში საინტერესო იქნება.

 

„ამან განაპირობა კიდეც ის წარმატება, რომელიც ქვეყანას გასულ წელს ჰქონდა, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ საქმეში პარლამენტმა და ეს შეუძლებელი იქნებოდა პირადად შალვას ჩართულობის, მისი ინიციატივების, დამოკიდებულებების გარეშე და ეს დასაფასებელია.

 

მეორე მხრივ, არ დაგვავიწყდეს, რომ უმძიმესი და ძალიან ტურბულენტურ ეპოქაში მოგვიწია შარშან მუშაობა და ეს იყო მთავარი გამოწვევა პარლამენტისთვის, რომელიც, ვფიქრობ ასევე შალვას დამსახურებით, მისი პირადი ღვაწლით, დავძლიეთ. ამიტომ, ეს იქნება საინტერესო, მათ შორის მისი პირადი ხედვა ამ საკითხებთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ამაზე დაყრდნობით, სამომავლოდ როგორი იქნება შემდგომი განვითარების შესაძლებლობები“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარე კანონმდებლების წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება. სიტყვით გამოსვლა 12:00 საათზე დაიწყება. შალვა პაპუაშვილი დეტალურად შეაჯამებს საკანონმდებლო საქმიანობას და ისაუბრებს სამოქმედო გეგმაზეც.

 

 

big_banner
არქივი