logo_geo
ანრი ოხანაშვილი: კონკრეტული აჟიტირებული პირები ტყუიან ხოლმე, რასაც ევროსასამართლო წერტილს უსვამს და ამბობს, რომ თურმე ქართული სასამართლო ყოფილა მართალი
- +

23 თებერვალი. 2024. 10:21

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ლოკომოტივი, რომ მოსამართლეები უნდა გაიწმინდოს, ვინაიდან ისინი მათთვის მისაღებები არ არიან”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

„მისაღებები არ არიან იმიტომ, რომ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. კონკრეტული აჟიტირებული ცალკეული პირები ტყუიან, რასაც სტრასბურგის სასამართლო წერტილს უსვამს ხოლმე და ამბობს, რომ თურმე სასამართლო ყოფილა მართალი“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

 

პარლამენტი ევროკავშირის მიერ გაცემული 9 ნაბიჯის განხილვას განაგრძობს. სამუშაო ჯგუფი მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობს. შეხვედრაზე სასამართლო რეფორმის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი პრეზენტაცია განიხილეს.

 

 

big_banner
არქივი