logo_geo
რატი იონათამიშვილი: „ვეტინგი“ ნიშნავს სასამართლოს ოკუპაციას და შესაბამისად ეს ნიშნავს ქვეყნის ოკუპაციას
- +

23 თებერვალი. 2024. 11:39

 

 

„ვეტინგი“ ნიშნავს სასამართლოს ოკუპაციას და შესაბამისად ეს ნიშნავს ქვეყნის ოკუპაციას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

რატი იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციის ნარატივი, რომელიც სასამართლოს მიმართ მიმდინარეობს, მიზნად ისახავს კონკრეტული ჯგუფების გავლენის ქვეშ სასამართლოს მოქცევას.

 

„მსგავსი საკითხების დღის წესრიგში შემოტანა ვფიქრობ, რომ შემთხვევითი არ არის. ჩვენი სასამართლო სტრასბურგის სასამართლოს წინაშე არის ამაყი და ძლიერი, რადგან ჩვენ გვაქვს დადებითი დინამიკა. ის ნარატივი, რაც სასამართლოს მიმართ მიმდინარეობს მიზნად ისახავს არა მართლმსაჯულების გაუმჯობესებას, არამედ კონკრეტული ჯგუფების გავლენის ქვეშ სასამართლოს მოქცევას“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი