logo_geo
მამუკა მდინარაძე: „ვეტინგიც“ იმიტომ მოიგონეს - როგორც კი სასამართლოს მათ ჩაუგდებ ხელში და ის არ იქნება დამოუკიდებელი, არამედ „ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშ იქნება
- +

23 თებერვალი. 2024. 17:30

 

 

„ნაცმოძრაობას“, მის პატრონებსა და მის დანაყოფებს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დააკმაყოფილებს ჩვენ მიერ გატარებული რეფორმა, ეს „ვეიტინგიც“ იმიტომ მოიგონეს, როგორც კი მათ ჩაუგდებ ხელში სასამართლოს და ის არ იქნება დამოუკიდებელი, არამედ „ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშ იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სასამართლო სისტემაზე საუბრისას განუცხადა.

 

მისივე განმარტებით, მმართველი გუნდის გატარებულ რეფორმებს „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეაფასებს დადებითად, კერძოდ, როდესაც სასამართლო არ იქნება დამოუკიდებელი.

 

„ვეტინგის“ სისტემა აბსოლუტურად მიუღებელია. პირადად ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის და პოლიტიკოსისთვის, სახელმწიფო, რომელიც ვერ უვლის, საკუთარი კადრებით ვერ აბამს თავს რაღაცის გაკეთებას და სახელმწიფოში, სადაც სჭირდებათ სხვა ქვეყნის წარმომადგენლების ჩამოყვანა, რათა რაღაც საქმე გააკეთონ და წარმატებით დაასრულონ, ბოლომდე შემდგარი არ უნდა იყოს და ასეთი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს.

 

ჩვენი სახელმწიფო არის ბოლომდე შემდგარი, ინსტიტუტები მუშაობენ გამართულად და არანაირი უცხოელი წარმომადგენლები, განსაკუთრებით მაშინ, ერთ-ერთ ქვეყანაში ადეიშვილის ყოფილი მოადგილე უდგას ამ ე.წ რეფორმას სათავეში და გასაგებია, რა კატეგორიის ხალხი შეიძლება მოხვდეს ამ ეგიდით საქართველოში, აბსოლუტურად მიუღებელია ეს მოდელი. კატეგორიული მიუღებლობაა აგრეთვე იმის გამო, რომ „ნაცმოძრაობას“, მის პატრონებს და მის დანაყოფებს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დააკმაყოფილებს ჩვენს მიერ გატარებული რეფორმა, ეს „ვეიტინგიც“ იმიტომ მოიგონეს, როგორც კი მათ ჩაუგდებ ხელში სასამართლოს და ის არ იქნება დამოუკიდებელი, არამედ „ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშ იქნება, მაშინვე გაჩერდებიან და შეაფასებენ დადებითად. სხვა შემთხვევაში მათ არ ექნებათ პოზიტიური შეფასებები. ეს გასაგებია და იბრძოლებენ სასამართლოსთვის, ჩვენ არა სასამართლოსთვის, არამედ ბოლომდე ვიბრძოლებთ მისი დამოუკიდებლობისთვის. რა სახელები და გვარებიც არ უნდა აბრახუნონ, რაც არ უნდა გაუხსენონ, სპეკულაციურად თუ მის გარეშე რაც არ უნდა ქნან, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. ისინი იბრძვიან სასამართლოს ხელში ჩაგდებისათვის, იმიტომ მოიგონეს ეს „ვეიტინგიც“ , - განაცხადა მდინარაძემ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე წარადგინეს წინადადება, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დანიშვნა, გადარჩევა „ვეტინგის“ საფუძველზე მოხდეს.

 

 

big_banner
არქივი