logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: რაკი გვაქვს ჩინეთთან თანამშრომლობა, ეს არ გამორიცხავს ურთიერთობის გაღრმავებას აშშ-სთან
- +

24 თებერვალი. 2024. 14:10

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რაკი საქართველოს აქვს ჩინეთთან თანამშრომლობა, ეს არ გამორიცხავს და ხელს არ უშლის ურთიერთობის გაღრმავებას აშშ-სთან, როგორც ამას წარმატებულად აკეთებს არაერთი ევროპული სახელმწიფო.

 

„რეალურად, საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ ვაფასებთ და განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით აშშ-სთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას, კეთილმეგობრულ ურთიერთობას და ვისურვებდით, რომ გაცილებით უფრო ინტენსიური და აქტიური იყოს ეს თანამშრომლობაც“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რაკი საქართველოს აქვს ჩინეთთან თანამშრომლობა, ეს არ გამორიცხავს და ხელს არ უშლის ურთიერთობის გაღრმავებას აშშ-სთან, როგორც ამას წარმატებულად აკეთებს არაერთი ევროპული სახელმწიფო.

 

 

big_banner
არქივი