logo_geo
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქვეყნის კონსტიტუცია განსაზღვრავს, სასამართლო სისტემაში ვინ უნდა იყოს მიჩნეული კეთილსინდისიერ მოსამართლედ და ვინ - არა
- +

24 თებერვალი. 2024. 14:41

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქვეყნის კონსტიტუცია განსაზღვრავს, სასამართლო სისტემაში ვინ უნდა იყოს მიჩნეული კეთილსინდისიერ მოსამართლედ და ვინ არა.

 

„როდესაც ინიცირებული იყო ეს „ვეტინგის“ იდეა და შემოთავაზებული იყო, მაგალითად უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობების მიერ შერჩეულმა ექსპერტებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებმა დააკომპლექტონ ჯგუფი, რომელიც შემდეგ განიხილავს, რომელი მოსამართლე იყოს ან არ იყოს სასამართლო ხელისუფლებაში, ეს ძალიან ცუდად გამოიყურება და ამაში არცთუ კარგი მოტივები იყო ჩადებული. მით უმეტეს, როდესაც ამის საპირისპიროდ კონსტიტუცია ამბობს, რომ სასამართლოში ვინ იყოს კეთილსინდისიერი, ვინ არ ჩაითვალოს ასეთად, ვინ კვალიფიციურად ჩაითვალოს და ვინ - არა, ამას თავად სასამართლო წყვეტს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი