logo_geo
ირაკლი ბერაია NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
- +

24 თებერვალი. 2024. 18:13

 

 

პარლამეტნის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, ბრიუსელში, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა.

 

შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი,  ქვეყნის როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში, ალიანსის მხრიდან საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

 

შეხვედრაში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და  ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, NATO-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვიქტორ დოლიძე და NATO-სა და ევროკავშირში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ძნელაძე მონაწილეობდნენ.

 

 

big_banner
არქივი