logo_geo
ირაკლი ქადაგიშვილი: სასამართლო სისტემაში, სადაც „ვეტინგი“ განხორციელდა, არასად განსაკუთრებული შედეგი არ გამოიღო
- +

24 თებერვალი. 2024. 18:52

 

 

„სასამართლო სისტემაში, სადაც „ვეტინგი“ განხორციელდა, არასად განსაკუთრებული შედეგი არ გამოიღო - არც მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების კუთხით, არც კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლაში“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, თავი დროზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველობაში მოსვლის შემდეგ, მოახდინა სასამართლო სისტემის სრული დამორჩილება და ანალოგიური სცენარი განახორციელა. ამჟამად კი აღნიშნული უცხოური სიტყვით ხდება პროცესის შეფუთვა და იმავეს განმეორება.

 

„სადაც „ვეტინგი“ განხორციელდა, არასად განსაკუთრებული შედეგი არ გამოიღო - არც მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების კუთხით, არც კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლაში. უბრალოდ, გახდა სისტემა ვიღაცის მიერ მართვადი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი