logo_geo
კოჯორში, იუნკერების მემორიალთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ
- +

25 თებერვალი. 2024. 11:27

 

 

კოჯორში, იუნკერების მემორიალთან, დილიდან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები იკრიბებიან. პატივს მიაგებენ ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირებს და იხსენებენ 1921 წლის 25 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს.

 

საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

 

big_banner
არქივი