logo_geo
საკრებულოს წევრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
- +

25 თებერვალი. 2024. 14:15

 

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განაცხადებით, 1921 წელს რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ  კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას მათ პატივი მიაგეს.

 

„საბჭოთა ოკუპაციის დღეს პატივი მივაგეთ 1921 წლის თებერვალში, თბილისის მისადგომებთან მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას. მათ შორის იყვნენ ქართველი იუნკერები, რომლებმაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს მშობლიური მიწის და ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად.

 

მათი სახელები არასოდეს მიეცემა დავიწყებას და მისაბაძი მაგალითი იქნება მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 

 

big_banner
არქივი