logo_geo
სოზარ სუბარი: ერთადერთი მიზანი ჰქონდათ - როგორმე დაენგრიათ ეროვნული ცნობიერება
- +

25 თებერვალი. 2024. 21:04

 

 

ბევრ რაღაცაში ბოლშევიკურ იდეოლოგიას იმეორებდა ერთი-ერთში. ბოლშევიზმის მთავარი მიზანი იყო გაენადგურებინა არსებული ელიტა და შეექმნა თავისი ელიტა, რომელიც მისი იდეოლოგიის გამტარი იქნებოდა. სააკაშვილმაც ზუსტად ამის გაკეთება დაიწყო, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

„არ ვიცი, რამდენად გააზრებული ჰქონდა მას, რას აკეთებდა, მაგრამ ძალიან ზუსტად ჰქონდათ გააზრებული მათ, ვინც ის მოიყვანა ხელისუფლებაში და ვინც მისი პატრონები იყვნენ რეალურად, ქვეყნის გარედან. ის სიტყვა-სიტყვით ასრულებდა მათ დაკვეთას. ფორმულირებულიც კი ჰქონდა ეს პოლიტიკა, ეს იყო ახალი ქართველის შექმნა. ბოლშევიკებს ჰქონდათ ახალი ადამიანის შექმნა, ამას ჰქონდა ახალი ქართველის შექმნა“, - განაცხადა სუბარმა.

 

„ხალხის ძალის“ წევრის თქმით, ამ მიზანს ემსახურებოდა მამუკა ხაზარაძის მიერ განხორციელებული პროექტებიც.

 

„ერთი დამსახურებული ადამიანის გვერდით იყო 3-4 ისეთი მართლა ფსევდო კი არა, ანტიკულტურული და ანტიეროვნული ნაწარმოებები, რომლებსაც ერთადერთი მიზანი ჰქონდათ - როგორმე დაენგრიათ ეროვნული ცნობიერება. ამას ემსახურებოდა ძალიან ბევრი პროექტი, რომელსაც ხაზარაძე ახორციელებდა და ძალიან სამწუხაროა, რომ ის დღემდე აგრძელებს ამას“, - აღნიშნავს სუბარი.

 

 

big_banner
არქივი