logo_geo
კულტურის კომიტეტმა თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა განიხილა
- +

26 თებერვალი. 2024. 23:36

კულტურის კომიტეტმა თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ინკლუზია სახელოვნებო განათლების სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში“ განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

აღნიშნული მოკვლევის საფუძველზე უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი შეიქმნა. მინდა, მადლობა გადავუხადო დონორ ორგანიზაციას USAID-ს, საჯარო მმართველობის პროგრამას, ჩვენს ექსპერტს თამარ მახარაძეს“, - განაცხადა კულტურის კომიტეტის წევრმა ბაია კვიციანმა.

 

 

მისი თქმით, მიგნებები, რაც დოკუმენტშია აღნიშნული, კომიტეტისთვის უცხო არ არის, თუმცა სამწუხაროა, რომ არ არსებობენ კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც ინტერესდებიან, რა გავლენას ახდენს ხელოვნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებზე.

 



რა გავლენას ახდენს ხელოვნება და სახელოვნებო განათლება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე და რა პოზიტიური შედეგები აქვს, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ პრაქტიკული მაგალითებით ვიცით, რადგან არ არსებობს კვლევა. მადლობა დონორ ორგანიზაციას USAID-ს, რომელიც დაინტერესდა. იმედი მაქვს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაფიქრდებიან და უფრო სიღრმისეულად დაიწყებენ ამ საკითხის მოკვლევას. ჩვენ პრეცედენტი შევქმენით. ბუნებრივია, ფართომასშტაბიან კვლევას ვერ ჩავატარებდით, მაგრამ ამ მოკვლევაშიც ცხადია, ის გამოწვევები და მძიმე მდგომარეობა, რაც ამ მიმართულებით არსებობს“, - განაცხადა ბაია კვიციანმა.

big_banner
არქივი