logo_geo
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს სუს-ი გახდა წამყვანი უწყება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში
- +

20 ივლისი. 2017. 12:24


 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით და ზოგადად, არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია ნათქვამი.


ანგარიშში აღნიშნულია, რომ რომ საქართველოს მთავრობას მნიშვნელოვნად შესწევს უნარი, გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე.


„საქართველომ განაგრძო კონტრტერორისტული კანონმდებლობის განვითარება 2016 წელს და ამჟამად აქვს არსებითი სამართლებრივი ჩარჩო, ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების სისხლისსამართლებრივი დევნისათვის. გაეროს უშიშროების საბჭოს 2178 რეზოლუციის შესაბამისად, 2015 წელს, მთავრობამ შეცვალა სისხლის სამართლის კოდექსი და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტები იმისათვის, რომ მომხდარიყო უცხოელი ტერორისტი მებრძოლების ქმედებების და ტერორიზმისკენ საჯაროდ მოწოდების კრიმინალიზაცია. აღნიშნული ცვლილებები აგებული იყო სისხლის სამართლის კოდექსში 2014 წელს შეტანილ ცვლილებებზე, რომლებმაც მოახდინა საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობის, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის გადაბირების და ტერორისტული აქტის ხელშეშლისთვის ზომების მიუღებლობის კრიმინალიზაცია.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება, ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით და ზოგადად, არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული. მთლიანობაში, მთავრობას მნიშვნელოვნად შესწევს უნარი, გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სამინისტროს და სამსახურს აქვს პოლიტიკაზე ორიენტირებულ კონტრტერორისტულ როლი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გახდა წამყვანი უწყება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, მას შემდეგ, რაც გამოეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წელს", - ნათქვამია ანგარიშში.

 

https://www.state.gov/j/inl/rls/nrcrpt/index.htm

 

 

 

 

big_banner
არქივი