logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: საქართველო შეუერთდა იმ სახელმწიფოთა რიგს, რომელშიც პერსონალური მონაცემების დაცვა ყველაზე მაღალი დონით, ევროპული დონით განხორციელდება
- +

1 მარტი. 2024. 11:21

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობაზე თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების ფონზე, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 14 ივნისის კანონზე ისაუბრა, რომელიც მონაცემთა დაცვის ეფექტიან და თანამედროვე სტანდარტებს შეიცავს.

 

„ამ კანონის მიღებით შესრულდა ასოცირების შეთანხმებით მიღებული ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო შეუერთდა იმ სახელმწიფოთა რიგს, რომელშიც პერსონალური მონაცემების დაცვა ყველაზე მაღალი დონით, ევროპული დონით განხორციელდება. ძალიან მნიშვნელოვანია ახლა აღსრულების პროცესი. საამისოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ სამუშაოები სრულფასოვნად შესრულდა. პარლამენტი იყო ჩართული ზედამხედველობის პროცესში და დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ასეთი ახლო თანამშრომლობის შედეგად შევძლებთ, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველვყოთ კანონის იმპლემენტაციის პროცესი“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

 

 

big_banner
არქივი