logo_geo
მამუკა მდინარაძე: უფლებების დაცვა ჩვენი პრინციპული ამოცანაა, ხოლო პროპაგანდა აბსოლუტურად მიუღებელია და ამ პროპაგანდამ შეიძინა ისეთი მასშტაბი, რომელსაც სჭირდება პრევენცია
- +

1 მარტი. 2024. 15:08

 

 

ლგბტ პროპაგანდა კიდევ და კიდევ უფრო მასობრივი ხდება. ჩვენ სწორედ ამიტომ, სწორ დროს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვიმუშაოთ კანონპროექტზე, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ ამ ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვას და მეორე მხრივ, არათუ შელახავს ადამიანის უფლებებს, არამედ გააძლიერებს მათი უფლებების დაცვას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ჩვენი პრინციპული პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი მომავალი თაობა პრინციპულად დავიცვათ მავნე ზეგავლენებისგან, რომელიც მოაქვს ამ თემის პროპაგანდას და არა უფლებების დაცვას. უფლებების დაცვა არის ის საკითხი, რომელიც უბრალოდ გამოიყენება იმისთვის, რომ პროპაგანდას მიჰყონ ხელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ უფლებები და პროპაგანდა და უნდა ვთქვათ - უფლებების დაცვა ჩვენი პრინციპული ამოცანაა, ხოლო პროპაგანდა აბსოლუტურად მიუღებელია და ამ პროპაგანდამ შეიძინა ისეთი მასშტაბი, რომელსაც სჭირდება პრევენცია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

big_banner
არქივი