logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ირაკლი კობახიძეს შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები, რომელსაც შესაძლოა, რომელიმე მინისტრი არ ეთანხმებოდეს
- +

2 მარტი. 2024. 14:20

"ირაკლი კობახიძეს შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები, რომელსაც შესაძლოა, რომელიმე მინისტრი არ ეთანხმებოდეს," - ამის შესახებ არტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

 

 

ძალიან მარტივი მოცემულობაა. თქვენ ნუ ეძებთ სკანდალს და დამერწმუნეთ, ვერ იპოვით. რეალურად მდგომარეობა მარტივადაა. მთავრობის მეთაური არის ირაკლი კობახიძე. როცა მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, თუ არ ვცდები, მაშინ 6 მინისტრი შევცვალე. ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა. ირაკლი კობახიძეს შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები, რომელსაც შესაძლოა, რომელიმე მინისტრი არ ეთანხმებოდეს, ან პირიქით, მინისტრს ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება.

 

 

როგორც ვიცი, თავად ჯანდაცვის მინისტრს ჰქონდა განსხვავებული შეხედულებები და ასევე პრემიერს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება და ძალიან ცივილიზებულ ფორმებში მოხდა დამშვიდობება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

big_banner
არქივი