logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი:აშშ 30 წელია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ამ სტრატეგიული პარტნიორობის შედეგები ჩვენს ქვეყანაში არსებობს
- +

2 მარტი. 2024. 20:39

 

 

ჩვენი სურვილია დასავლურ ინსტიტუტებში, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ იმ ქვეყნებთან, რომელთა ურთიერთობები უზრუნველყოფენ ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევას”, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ ბრიუსელიდან ჩართვის დროს განაცხადა.

 

მაკა ბოჭორიშვილმა სტრატეგიული პარტნიორობის სამი ძირითადი კომპონენტი დაასახელა.

 

„როდის შეიძლება ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გამართლებული იყოს. მე გამოვყოფდი სამ კომპონენტს: პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური კავშირები და მესამე - ადამიანებს შორის ურთიერთობა. ამ სამი კომპონენტის გარეშე რთულია ვისაუბროთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

 

ჩვენ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა გაცხადებული გვაქვს. აშშ 30 წელია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ამ სტრატეგიული პარტნიორობის შედეგები ჩვენს ქვეყანაში არსებობს. მოლოდინიც მეტია, რომ უფრო მეტად ვხედავდეთ ამერიკის ეკონომიკური ინტერესებს, ხალხთაშორის კავშირების გაძლიერების შესაძლებლობებს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი