logo_geo
მალხაზ თოფურია: სხვა თვალით დანახული მიშა...
- +

4 დეკემბერი. 2016. 20:19



სხვა თვალით დანახული მიშა.


ღმერთო, მაპატიე.


მე თუ რამე სიმპათია გამაჩდა სააკაშვილისადმი, პირველ რიგში ეს სიმპათია დამყარებული იყო მის ფუნდამენტალურ არამიწიერი წარმოშობის მორწმუნეობაზე. ჩემთვის დღემედე გამოცანად რჩება, როგორ ახერხებდა ეს ძე უცნობისა, ასე ოსტატურად შეენიღბა თვისი ეკლესიურობა და მესიანური მისია დედამიწაზე, ჯერ გვარს დაუკვირდით - სააკას შვილი, აქ ბუნებრივია, ბიბლიური ისააკი ისახება, მით უმეტეს, მიშმშობელ გიულიმ არ იცის, როდის და როგორ ჩაისახა... არავის მოგსვლიათ აზრად, ღამის წყვდიადში პრეზიდენტის სასახლის შუშებიან გუმბათს დაჰკვირებოდით და გეხილათ მუხლებზე დამხობილი, სანთლით ხელში, თავზე ნათელ დამდგარი სააკაშვილის გალობანი სინანულისანი?


არავის უცდია, დაეფიქსირებინა მარხვის დღეებში რითი იკვებებოდა მიხეილ უთქმელი, მისი ცხვირიდან, მუდმივ მდინარე ნაჟურს ჟღვლინტს ეძახდით! არადა, მირონი სდიოდა...


„თავისუფლების ინსტიტუტებითა" და „ნაციონალური მოძრაობის" შექმნით მას სურდა დაენახებინა, რა ამაზრზენია ურწმუნოება და ამ ორგანიზაციებში, სულითა და ხორცით მახინჯი (ეშმაკის მაგვარი) შესახედაობის ადამინების შეყრით გვაფრთხილებდა, რა გველის იმ ქვეყნად, თუ არ ვიცხოვრებთ ეკლესიურად!


გორის ტრასაზე მეტანიები შიშად ჩათვალეთ! ადამიანების წამება ვიღაცებმა სადიზმში ჩაუთვალეთ, არა და ეს მცდელობა გახლდათ მორწმუნეობრივი წამებულების რაოდენობის გაზრდისა წმინდა გიორგის წილხვედრ სამშობლოში...


უმადურნი ხართ ქართველნო, წმინდანი გააქციეთ!

 

მალხაზ თოფურია


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი