logo_geo
ირაკლი კობახიძე: მედიის თავისუფლებას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით
- +

4 დეკემბერი. 2016. 22:07



პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, „რუსთავი2"-თან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი საქართველოში „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში დამყარდა და ეს ის მიღწევაა, რომელსაც ისინი განსაკუთრებით უფრთხილდებიან.


„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების პირობებში, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. თქვენ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო ამ კუთხით 2012 წლამდე. სამივე ნაციონალური ტელეარხი მმართველი პარტიის მონოპოლიის ქვეშ იყო. დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია, რაც არის ჩვენი მიღწევა. მედიაპლურალიზმი საქართველოში არ არსებობდა და ის ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამყარდა. ეს არის ის მიღწევა, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.


 

big_banner
არქივი