logo_geo
დავით ნარმანია: თბილისის მერია აქციის ჩატარების სანქციას არ გასცემს
- +

23 ივლისი. 2017. 12:03



თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს „ქართველთა მარშის" მიერ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა, რომელიც იგივე დროს და იგივე ადგილზე ტარდება, სადაც „ევროპული საქართველოს" აქცია. როგორც ნარმანიამ განაცხადა, თბილისის მერია აქციის ჩატარების სანქციას არ გასცემს.


ყველას აქვს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში, თუმცა ჩვენ მათ ვაცნობეთ, რომ იგივე ადგილზე, იგივე დროს იყო აქცია დანიშნული და ან დრო შეეცვალათ ან ადგილი, რათა ერთმანეთს არ დამთხვეოდა ეს ორი აქცია.

 

სხვა ინფორმაცია, რაც გავრცელდა, სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენ არ გავცემთ აქციის ჩატარების სანქციას - თბილისის მერია იღებს ამას, როგორც ინფორმაციას, რათა გზაზე შეზღუდვების შემთხვევაში გადაალაგოს ტრანსპორტის მოძრაობა და განსაკუთრებით, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველო" დღეს, რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია-მსვლელობას, მოწოდებით - „არა რუსულ ფაშიზმს" 20:00 საათზე გამართავს. ამავე დროს და და ამავე ადგილზე აქციის ჩატარებას გეგმავენ „ქართველთა მარშის" წარმომადგენლებიც.


 

big_banner
არქივი