logo_geo
„დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით დაიწყო“
- +

16 ნოემბერი. 2016. 15:08


„დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში" პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით დაიწყო", - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


ბოკერიას თქმით, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას პარტიის წევრთა ნაწილის ძალიან აგრესიული რეაქცია მოჰყვა. ბოკერიას განცხადებით, პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.


„ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლაზე, მოყვა ჩვენი პარტიის ერთი ნაწილის ძალიან აგრესიული რეაქცია, რამაც წაახალისა ძალიან ბინძური კამპანია ჩვენთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, ისევე როგორც ძალიან დიდი შეცდომაა დღეს არჩევნებზე ხელის ჩაქნევა, გამოცხადება, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, მაშინ როცა გველის თვითმმართველობის არჩევნები", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





 

big_banner
არქივი