logo_geo
სოფო კილაძე: ვითარება ლოგიკური დასასრულისკენ მიდის
- +

27 ივლისი. 2017. 12:54


„ვითარება ლოგიკური დასასრულისკენ მიდის", - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს.


კილაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს.

 

„მიხეილ სააკაშილი არის გაკოტრებული პოლიტიკოსი, რომელსაც ხალხის მხარდაჭერა არ აქვს არც საქართველოში და როგორც ვხედავთ, არც უკრაინაში. ყველაფერი ლოგიკური დასასრულისკენ მიდის.

 

როდესაც შეიქმნება შესაბამისი გარეომებები, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები აუცილებლად გაატარებენ ყველა იმ საჭირო და აუციელებელ პროცედურებს, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. სიმართლე გითხრათ, ამ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ ვერავითარ პოლიტიკური დევნის ნიშნევს", - განაცხადა კილაძემ.




 

big_banner
არქივი