logo_geo
მამუკა მდინარაძე: კახა კალაძე თბილისის მერობის უალტერნატივო კანდიდატია
- +

27 ივლისი. 2017. 16:06


საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიუხედავად CRRC-ის და NDI-ის თბილისის ოფისის მიერ ჩატარებული წინასწარი კვლევებისა, კახა კალაძე დედაქალაქის მერობის უალტერნატივო კანდიდატია.


„ყველასთვის ცნობილია, რომ ამ ორგანიზაციის საველე სამუშაოებს ასრულებს ნაციონალური მოძრაობის კვლევითი ორგანიზაცია CRRC და უმეტესწილად მათ მიერ ჩატარებულ წინასწარ კვლევებს კონკრეტული მიზანი გააჩნიათ.

 

მოცემულ შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობის მიზანია ალეკო ელისაშვილის რეიტინგის აწევა და ამით მეორე ტურში უდუმაშვილის გაყვანა. ამ შედეგების სხვაგვარი ახსნა წარმოუდგენელი და რეალობისგანაც საკმაოდ შორია.

 

მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა მანიპულირება მოხდინონ CRRC-ის და NDI-ის თბილისის ოფისმა თავიანთი „კვლევებით", ყველამ ვიცით, რომ კახი უალტერნატივო კანდიდატია და თბილისი თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის მის პირველივე ტურში გამარჯვებაში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




 

big_banner
არქივი