logo_geo
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის მხრიდან შეურაცხყოფა პერმანენტულ რეჟიმში გვესმის
- +

29 ივლისი. 2017. 21:13




პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში მასსა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შორის დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის მიმართ კრიტიკა არასდროს გასცდენია ეთიკის ფარგლებს.

 

ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება აუცილებლად უნდა იჯდეს ეთიკის ფარგლებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ამ ეთიკის ფარგლებს გასცდა დაპირისპირება სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. საუბარი მაქვს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გამოსვლასა და მის განცხადებებზე, რომლებიც იყო შეურაცხყოფებით გაჯერებული. მოგვიანებით, ეს შეურაცხყოფა არამარტო დაადასტურა პრეზიდენტმა, არამედ ამ შეურაცხყოფას დაამატა დამატებითი შეურაცხყოფა. მმართველი გუნდის მხრიდან შეიძლება იყო პერიოდულად მწვავე კრიტიკა პრეზიდენტის მიმართ, თუმცა, არასდროს არ გასცდენია ეს კრიტიკა ეთიკის ფარგლებს და არასდროს არ გადაზრდილა ეს ყველაფერი შეურაცხყოფაში. რაც შეეხება პრეზიდენტის მხარეს, მათი მხრიდან ჩვენ შეურაცხყოფა გვესმის პრაქტიკულად პერმანენტულ რეჟიმში", - განაცხადა კობახიძემ.


მისივე თქმით, პოლიტიკური განცხადება კი არ გააკეთა ანა დოლიძემ, მან შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტის თავმჯდომარეს პირველივე წინადადებაში.


მან აღნიშნა, რომ კრიტიკა იყო ღირსებას მოკლებული, მან უწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს უღირსი, ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, ეს არის მეტი, ვიდრე პოლიტიკური განცხადება, ეს იყო შეურაცხყოფა. ასეთ დროს ბუნებრივია, შეურაცხყოფას სჭირდება პასუხი. პასუხი იყო აბსოლუტურად კორექტული, პასუხი იყო ის, რომ საჯარო მოსამსახურე არ უნდა გასცდეს ეთიკის ფარგლებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

big_banner
არქივი