logo_geo
ირაკლი კობახიძე: საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ...
- +

29 ივლისი. 2017. 21:58




პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან „მედროვეები", „შარიკოვები".


საპარლამენტო მდივნის საკითხი არ არის აქტუალური, პრეზიდენტის გადასაწყვეტია ვინ სად იქნება მისი წარმომადგენელი. აქტუალური საკითხი არის ერთი რამ, ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა საქართველოს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობას. ამის შემდეგ, ჩვენ მივეცით საქართველოს პრეზიდენტს სახის შენარჩუნების შანსი. ჩვენ მივეცით რეაგირების შანსი და შესაბამისად, მივმართეთ მას საპარლამენტო უმრავლესობის სახელით. მას ჰქონდა შანსი, რომ შესაბამისი რეაგირება მიეცა ამ უმძიმესი შეურაცხყოფისთვის. ამაზე პასუხი იყო აბსოლუტურად გამაოგნებელი - ამ უმძიმეს შეურაცხყოფას მან დაამატა დამატებითი შეურაცხყოფა და გამოიყენა ისეთი სიტყვები, პირადად პრეზიდენტმა როგორიც არის: "კომკავშირელები", "მედროვეები" და ა.შ. საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები არიან თავხედები, უზრდელები, შარიკოვები, მედროვეები და კომკავშირელები. ჩვენ გვყავს ასეთი პრეზიდენტი. საქართველო მეტს იმსახურებს ნამდვილად. თუმცა, საქართველოს ისტორიას ახსოვს ამაზე უარესი პრეზიდენტიც, ამასაც გავუძლებთ რამენაირად და ჩვენ აუცილებლად გვეყოლება საბოლოო ჯამში ისეთი პრეზიდენტი, რომელიც იმოქმედებს მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად და რომელიც იმოქმედებს ეთიკის სტანდარტების შესაბამისად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



 

big_banner
არქივი