logo_geo
კახა კალაძე: ე.წ. ხრუშოვკების ხანა თბილისში უნდა დასრულდეს!
- +

30 ივლისი. 2017. 23:40


თბილისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან" კახა კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს:


„ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტი მომზადებული „ხრუშოვკების" ეტაპობრივ ჩანაცვლებაზე, რასაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მოსახლეობას.

 

ამ საბჭოთა იდეოლოგიის გადმონაშთებისგან  თბილისის გათავისუფლება და მათი ჩანაცვლება, მყარი, კომფორტული საცხოვრისით ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება იქნება. ის მოქალაქეები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, უზრუნველყოფილები იქნებიან ბინით ან კომპენსაციით, საკუთარი არჩევანის მიხედვით.

 

თბილისში, ე.წ ხრუშოვკების ხანა დასრულდა. წარმოუდგენელია ადამიანები ცხოვრობდნენ ისეთ შენობებში, რომელსაც უკვე კარგა ხანია გაუვიდა ვადა", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

big_banner
არქივი