logo_geo
რურუა-ბაქრაძის საიდუმლო შეხვედრის დეტალები - რა შესთავაზა სააკაშვილმა ბაქრაძეს
- +

6 დეკემბერი. 2016. 16:15




„მარშალპრესის" ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის" დაპირისპირებული მხარეების წევრებს შორის გასაიდუმლოებული შეხვედრა შედგა.


სააკაშვილის გუნდის წევრმა ნიკა რურუამ გიგა ბოკერიას გუნდის წევრს დავით ბაქრაძეს სააკაშვილისა და ამ გუნდის ღია მხარდაჭერა, ხოლო სანაცვლოდ პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა. როგორც რურუამ ბაქრაძეს უთხრა, თუკი ის სააკაშვილის გუნდის წევრი გახდებოდა და ამას საჯაროდ გააჟღერებდა,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტს დაიკავებდა. მიუხედავად რურუას ამ შეთავაზებისა, დავით ბაქრაძემ სააკაშვილის გუნდში გადასვლაზე უარი განაცხადა და კვლავაც ბოკერიას ერთგულება ამჯობინა.


„ნაციონალურ მოძრაობაში" კლანური დაპირისპირება კვლავ გრძელდება. ერთმანეთს სააკაშვილი-ბოკერიას გუნდები ღიად უპირისპირდებიან. საუბარია პარტიის თავმჯდომარის პოსტზეც, რომელსაც ამ დრომდე საქართველოდან გაქცეული, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი იკავებს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი