logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: ამ ეტაპზე გართულებული კლიმატური პირობების გამო, გვაქვს ცეცხლის კერები...
- +

23 აგვისტო. 2017. 21:10


პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის კლიმატური პირობები ისევ გაუარესდა. სტიქიის ეპიცენტრში ისევ ქარია, რამაც დღის მეორე ნახევრიდან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გაართულა.


ამ ეტაპზე გართულებული კლიმატური პირობების გამო, გვაქვს ცეცხლის კერები, რომელიც კონტროლირებადია. მუშაობას ვაგრძელებთ მძიმე ტექნიკით. ბევრი რამეა ქარზე დამოკიდებული. ხაზს ვუსვამ, რომ საფრთხე მოსახლეობის მიმართულებით არ არსებობს. საჭიროა ინტენსიური მუშაობა, რათა გავლებული თხილებით მივიდეთ საცეცხლე ადგილებამდე, რომ  მოვახდინოთ კერების ჩაქრობა, საიდანაც გავრცელების ყველაზე დიდი საშიშროებაა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


 

big_banner
არქივი