logo_geo
გიორგი მღებრიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ ტერიტორიების მონიტორინგს
- +

26 აგვისტო. 2017. 10:56



შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ხელისუფლების კოორდინაციის საკმაოდ მაღალი ხარისხი.


„პირველ რიგში, დიდ მადლობას გადავუხდი პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ბოლო წუთამდე მეხანძრე-მაშველების, მეტყევეების და ყველა იმ ადამიანის გვერდით იდგა, ვინც აქტიურად იყო ჩართული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. დღესაც იგივე რაოდენობა ვრჩებით ადგილზე, რაც აქამდე ვიყავით. აქ იმყოფება ასევე თავდაცვის სამინისტრო და სამხედროები. ჩვენ ვაგრძელებთ ტერიტორიების მონიტორინგს. მოგვიწევს რამდენიმე დღე კიდევ დარჩენა, რათა ახალი კერები არ გაჩნდეს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილამა.


რაც შეეხება ზარალს და ხანძრის შედეგად განადგურებულ ფართობს, შს მინისტრის თქმით, დამწვარი ტერიტორიის აღრიცხვა ამჟამად მიმდინარეობს და ზარალის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება.












 

big_banner
არქივი