logo_geo
კახა კალაძე : ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ერთად დგომით ყველაფერი შესაძლებელია
- +

26 აგვისტო. 2017. 20:21



ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ერთად დგომით ყველაფერი შესაძლებელია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო შტაბის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის საუბრის დაწყებისას ბორჯომის ხეობაში ხანძარის სალიკვიდაციო სამუშაოებს გამოეხმაურა.


„ჩვენი შეკრების მიზანია საარჩევნო შტაბის ოფიციალური გახსნა და მისი ხელმძღვანელის წარდგენა, თუმცა მანამდე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მეხანძრე-მაშველს, ყველა ჯარისკაცს, პოლიციელს, ყველა მოქალაქეს. ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ვინც ჩართული იყო სტიქიასთან ბრძოლაში", - განაცხადა კალაძემ.


მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც პირველივე დღიდან, პირველივე წუთებიდან ჩართული იყო ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებაში და ხელმძღვანელობდა საგანგებო შტაბს.


„ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ერთად დგომით ყველაფერი შესაძლებელია", - აღნიშნა კალაძემ.


კახი კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნას მისი მხარდამჭერები ესწრებიან. შტაბში ასევე შეკრებილი არიან ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები და ცნობილი მსახიობები.


 

big_banner
არქივი